ახალი სასწავლო წელი დაიწყო

0

დღეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 32 საჯარო და 2 კერძო სკოლაში 700-მდე პირველმა კლასელმა შეაბიჯა. 2018-2019 სასწავლო წელს განსაკუთრებული სიახლით შეხვდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 და სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლები,  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მილენიუმის ფარგლებში სრულად მოხდა შენობების რეაბილიტაცია, საკლასო ოთახები აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით  და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.  აშენდა ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლასთან ოპტიმიზებული ფოლადაურის დაწყებითი სკოლა, რომელიც 25 მოსწავლეზეა გათვლილი,  აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სტანდარტებით და სათანადო ინვენტარით.

ახალი სასწავლო წლის დაწყება და სკოლის გახსნა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, რომელსაც ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად შეუერთდა.

გარკვეული სიახლეებით შეხვდა ახალ სასწავლო წელს დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაც, სადაც საჭიროების მიხედვით გარემონტდა რამდენიმე საკლასო ოთახი, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და სულ რამდენიმე დღეში სკოლის სასადილოს სარემონტო სამუშაოებიც დაიწყება.

ზოგადსაგანმანათლებლო წელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე სიახლით დაიწყო, 2018-2019 სასწავლო წელს მოსწავლეები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, ამასთანავე ცვლილება შევიდა შეფასების სისტემაში, უცხო ენის სწავლებაში, გაკვეთილების ხანგრძლივობასა და სპორტის აქტივობებში.


Share.

Leave A Reply