ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ორმო უსაფრთხოების მიზნით წითელი ლენტით შემოისაზღვრა

0

ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე, თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორმო, საიდანაც უსიამოვნო სუნი ამოდის, ამასთანავე ფეხით მოსიარულე მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, განსაკუთრებით  ღამის საათებში,   დროებით წითელი ლენტით შემოისაზღვრა.

„დავათვალიერეთ ეს ადგილი და დავადგინეთ, რომ ზუსტად  აღნიშნული ორმოს ქვეშ ორსართულიანი სარდაფია. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სარდაფი უნიკალურია, ვაზუსტებთ ინფორმაციას. ამ ადგილზე ათეული წლის უკან იდგა სახლი და ეს ორმოც  სახლის სარდაფის ტერიტორიაა. როგორც გვითხრეს სარდაფი  დაახლოებით 100 კვ.მეტრია, ორმო არ ამოვავსებინეთ შესწავლის მიზნით, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ეს ადგილი, დროებით ლენტით შემოისაზღვრა“, განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

 


Share.

Leave A Reply