„მზესუმზირები“  კულტურის და დასვენების პარკს დაამშვენებს

0

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდული კლუბი ჩამოაყალიბა, უკვე მოასწრო ბევრ აქტივობებში მონაწილეობის მიღება. მუშაობს ორ პროექტზე და მისი კლუბი 15 წევრს ითვლის. კლუბამდე მეგობართან, მარი დემურაშვილთან ერთად, სკაუტთა ცენტრის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში, ქალაქ ლიეპაიში იმყოფებოდა, სადაც მოზაიკის შექმნის კულტურას ეზიარა. ახლა კი თავადაა თავისი მეგობრების მასწავლებელი. ანი უგრეხელიძე გვიყვება იდეაზე, რომელსაც „მზესუმზირები“ უწოდა.

„ერთი თვით მე და მარი დემურაშვილი ლატვიაში ვიყავით და სტაჟირება გავიარეთ, ვისწავლეთ მოზაიკის კეთება, რაც ძალიან სახალისო და საინტერესოა. ბოლნისში დაბრუნების შემდგომ გამიჩნდა იდეა, რომ ჩამომეყალიბებინა ახალგაზრდული კლუბი და სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, მსურველებისთვის მოზაიკის კეთებაც მესწავლებინა. იდეის  განსახორციელებლად თანხები იყო საჭირო, ამიტომ ბატონ დავით შერაზადიშვილს გავაცანი ჩემი პროექტი, რომელიც გვერდში დამიდგა და მოზაიკის მასალისთვის  და სხვა საჭირო ინსტრუმენტებისთვის თანხა გამოგვიყო. მადლობა მინდა ვუთხრა მას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში. ამჟამად მოზაიკის კეთებას ვასწავლი შვიდ ახალგაზრდას, ვმუშაობთ „მზესუმზირებზე“, რომელიც გასაფერადებელია როგორც მხატვრობით, ისე ფერებით. სამუშაო აქტიურ ფაზაშია. ვიმედოვნებ მალე დავასრულებთ და ჩვენი „მზესუმზირები“ დაამშევენებს კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ერთ-ერთ შენობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მერს და პარკის ხელმღვანელობას თანადგომისთვის“. აღნიშნა bolnisi.ge-სთან ანი უგრეხელიძემ.


Share.

Leave A Reply