მაგთის მუსიკალური ტურნე „პიანინო“ ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს უჩვეულო ჰანგები ისმოდა. შოპენი, ლაღიძე, ბახი, გოდოვსკი. ეს იმ კომპოზიტორების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ნაწარმოებებმაც  კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის  მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში გაიჟღერა.

„საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი,  კლასიკური მუსიკის ხმა“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  დღეს მაგთის  წითელი  მანქანა, ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ჩამოდგა, სცენად ტრანსფორმირდა ღია ცის ქვეშ   და  მსმენელთან კლასიკური მუსიკის ხმა მიიტანა. მათთვის ცნობილი პიანისტი, კონსერვატორიის კურსდამთავრებული დავით ალადაშვილი უკრავდა. კამპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და მაგთიმ მუსიკალური ტურნე „პიანინო“ წარმოადგინა.

ცნობილმა პიანისტმა სცენაზე იხმო კამპანიაში ჩართვის მსურველი  და  მსმენელის  წინაშე, მუსიკაზე და ბოლნისზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ოთარ ოჩხიკიძე წარსდგა. უჩვეულო კონცერტი  ერთი საათი გაგრძელდა. მაგთის მანქანა კეთილი მისიით  დმანისის მუნიციპალიტეტისკენ გაემგზავრა.


Share.

Leave A Reply