გოგი მეშველიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, კოლეგებთან და მთავრობის წევრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

0

„ჩვენი ვალია არ დავივივიწყოთ გმირები და მუდამ გვახსოვდეს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე . ამ ადამიანებმა ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე დათმეს სამშობლოს დასაცავად.“-აღნიშნა გოგი მეშველიანმა

2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებმა მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველომ 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაკარგა, მათ შორის, 170 გმირი ჯარისკაცი. შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა 130 000 პირს, მათგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 35 000 სახლი განადგურდა, ხოლო 53 ქართული სოფელი მიწასთან გასწორდა. რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.


Share.

Leave A Reply