ბოლნისში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

0

30 აგვისტოს, 16 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს “პიანინო”.

დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.

კონცერტზე დასწრება უფასოა.

ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.


Share.

Leave A Reply