ბოლნისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

0

ათი წელი გავიდა იმ საშინელი ომიდან, რომელმაც ადამიანები საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად აქცია, რუსულმა აგრესიამ და სისასტიკემ 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, 14 პოლიციელის და 3 ჟურნალისტის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის სამი ბოლნისელი ნოდარ დევნოზაშვილი, ასლან შაინიძე და საბა დადვანი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპნენ.

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მეტრეველმა და  მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა წარმომადგენლებმა ომის დროს დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულ ოჯახს ხუთასი ლარის ოდენობით გადასცა.


Share.

Leave A Reply