ბოლნისის მუნიციპალიტეტი სკაუტურ ბანაკს მასპინძლობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკვე მე-3 წელია სკაუტურ ბანაკს მასპინძლობს სკაუტური ბანაკი ,,თავგადასავალი 2018″ დღეს, სოფელ ფოლადაურში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ულამაზეს ხეობაში ბინა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, 300-ზე მეტმა სკაუტმა დაიდო. საზაფხულო ბანაკს ააიპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – საქართველოს სკაუტები მართავს. ბანაკის მონაწილეები 9-დან 26 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომლებიც სკაუტური მეთოდით შეიძენენ ლიდერობისთვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ბანაკის პროგრამა დატვირთული იქნება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი სპორტული და ინტელექტუალური აქტივობებით. საზაფხულო ბანაკის „თავგადასავალი 2018“ მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ბოლნისის მუნიციპალიტეტი. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ჟვანიამ მიიღეს. ყველაზე სათავგადასავლო ბანაკი ფოლადაურის ხეობაში 1-ელ სექტემბერს დასრულდება.


Share.

Leave A Reply