ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა

0

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი  გოგი მეშველიანი  და   მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ და  მათი პრობლემები მოისმინეს . ადგილობრივების განცხადებით სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყლის მიწოდების საკითხი და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ,ხოლო მიმდინარე წელს,  1000 გრძივი მეტრის სოფლის შიდა გზების ბეტონირება მოხდება. აღნიშნული პროექტი რეგიონების განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.


Share.

Leave A Reply