ბოლნისის ახალგაზრდულმა კლუბმა ბულინგის თემაზე შეხვედრა გამართა

0

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ეგიდით ბოლნისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ფორუმ-თეატრი და კინოჩვენება მოაწყვეს. ახალგაზრდებმა თანატოლებს ბულინგის თემაზე დადგმული სპექტაკლი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი უჩვენეს, ერთნაირი თემა განსხვავებული დასასრულით. აქტივობების მიზანია მოზარდებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ჩაგვრის უარყოფით მხარეებზე, თუ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს მსხვერპლი, როგორ და ვინ არის ვალდებული დაეხმაროს და მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ღონისძიებას როგორც ბოლნისის, ისე მეზობელი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები დაესწრნენ გაიმართა მსჯელობა-დისკუსია. ახალგაზრდული კლუბის დამფუძნებლის აღნიშვნით იმისთვის, რომ თანატოლებს მეტი და სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ ბულინგზე,  სპექტაკლისა და ფილმის ჩვენებას სკოლებშიც გეგმავს.

ანი უგრეხელიძე, ბოლნისის ახალგაზრდული კლუბის დამფუძნებელი:

-ახალგაზრდული კლუბი სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს, „სიდას“ პროექტის ფარგლებში  ორი ღონისძიება მოვაწყვეთ, ტრენინგი, კინოფილმის და სპექტაკლის ჩვენება. ფილმს ერქვა „როლენის გაქცევა“, სადაც ბულინგის მსხვერპლი გარშემო მყოფთა გულგრილობის გამო სიცოცხლეს ფატალურად ასრულებს, ხოლო  ახალგაზრდული კლუბის წევრებმა დავდგით სპექტაკლი „შენ მარტო არ ხარ“, სადაც ყველანაირად შევეცადეთ გვეჩვენებინა მსხვერპლის ჩაგვრისგან დახსნა და გადარჩენა. ამ აქტივობით გვინდოდა გვეთქვა, რომ ბულინგი შავი ლაქა არ არის, ხმამაღლა უნდა ისაუბრო შენს ტკივილზე, გზა ხსნიკენ ყოველთვის არის, ვალდებულია ყველა გარშემო მყოფი დაეხმაროს და დაუდგეს გვერდით ასეთ ადამიანებს. ეს არ არის ერთის პრობლემა, ეს ყველას გვეხება.

ქეთი ჩიტაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ წარმომადგენელი:

-„სიდა“ ახორციელებს „თანატოლთა განათლების“ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 15 არასრულწლოვანი გადამზადდა ქვემო ქართლის მასშტაბით. მათ დაეკისრათ მისია  გაეცნოთ თანატოლებისთვის ის აქტუალური თემები, რაც ტრენინგზე გაიარეს, ერთ-ერთი იყო ბულინგი. ბოლნისში ჩვენმა წარმომადგენელმა ანი უგრეხელიძემ ორი აქტივობა განახორციელა. მოხალისეებმა ნამდვილად გაართვეს თავი დავალებას, ეს გადამზადებული ახალგაზრდები არიან ჩვენი ელჩები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.


Share.

Leave A Reply