„უგას თასის“ ფინალური შეხვედრა კაზრეთის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

0

ბოლნისში საფეხბურთო ტურნირ „უგას თასის“ ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ზედიზედ მეორედ დაბა კაზრეთის გუნდმა მოიპოვა.

„უგას თასს“, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნას ეძღვნება, შარშან ჩაეყარა საფუძველი. ტურნირში სულ  8 გუნდი მონაწილეობდა. დაძაბულ მატჩებს ბოლნისელი გულშემატკივარი ერთი თვის განმავლობაში ადევნებდა თვალს.

ტურნირი, რომელსაც ბოლნისში  ბევრი გულშემატკივარი ჰყავს,  წელს  „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა რეგიონში  სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს. ორგანიზატორების თქმით, ტურნირი სისტემატურად ყოველ ზაფხულს  გაიმართება და მისი მიზანი ახალგაზრდებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იქნება.


Share.

Leave A Reply