ნოდარ ბერიანის მორიგი წარმატება

0

არაერთგზის  ჩემპიონი და საპრიზო ადგილების მფლობელი, სოფელ ტანძიის მკვიდრი ნოდარ ბერიანი, პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში, ევროპის სტუდენტური თამაშების გამარჯვებული გახდა. გურამ  თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ევროპის თამაშებში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და დაფინანსებით მონაწილეობდა. ფინალამდე  სამ  მეტოქესთან იჭიდავა, ფინალში კი ბელორუსიელი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და 100 კილოგრამ  წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.  აღსანიშნავია, რომ ნოდარ ბერიანს  საქართველოს უნივერსიადა ორჯერ 2016-2017 წლებში აქვს მოგებული.

,,დღეს, 22 წლის ბოლნისელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ნოდარ ბერიანმა მორიგი წარმატება მოიპოვა და კიდევ ერთხელ გაგვახარა გულშემატკივრები.
პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ევროპის სტუდენტურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ძიუდოში, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში , ევროპის უნივერსიადა მოიგო.
მთელი გულით ვულოცავ ნოდარს, მის ოჯახს და თითოეულ გულშემატკივარს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მჯერა, საკუთარი შრომისა და თავდადების ხარჯზე, ნოდარი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.
აქვე გაცნობებთ, რომ ნოდარ ბერიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტია. ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენიმე წელია, წარმატებულ სპორტსმენებს, ყოველთვიურ სტიპენდიას ურიცხავს,“განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply