მერიის საჩუქარი ბოლნისელ პატარებს

0

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბოლნისელი პატარებისთვის კულტურის სახლის სცენაზე  მუსიკალური წარმოდგენა  „გაყინული გული“ გაიმართა.

ფერადი და ლამაზი დეკორაციით, მხიარული და კეთილი ზღაპრის გმირებით, ყველასთვის საყვარელი და ცნობილი მუსიკალური ნომრებით წარსდგა მაყურებლის წინაშე კულტურის სახლთან არსებული საბავშვო საესტრადო ანსამბლი „იმედი“. წარმოდგენამ პატარა მაყურებლების  მოწონება დაიმსახურა, დარბაზში ემოცია და აპლოდისმენტები არ ცხრებოდა.

ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  გაიმართა.

ანი კოდიაშვილი, მაყურებელი:

-ძალიან მომეწონა, ბედნიერი ვიქნები, თუ ასეთი კარგი  მუსიკალური წარმოდგენები ხშირად გაიმართება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პატარას მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

მარიამ თელიძე, მაყურებელი:

– კარგი იყო, ცოტა ხნით ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურე. ძალიან მიყვარს ასეთი წარმოდგენები.

ლაურა დურგლიშვილი, ანსამბლ ,,იმედის ხელმძღვანელ:
შემთხვევით არ წარვადგინეთ ეს სპექტაკლი, ამით ხაზი გავუსვით მეგობრობას, ერთგულებასა და სიყვარულს. ორი თაობის 40 მონაწილე შესანიშნავად წარსდგა მაყურებლის წინაშე. მინდა მადლობა გადავუხადო მათ  იმ აპლოდისმენტებისათვის, რაც დაიმსახურეს დარბაზისაგან, ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და  დიდ მადლობას გადავუხადი ყველას  გვერდში დგომისათვის და მხარდაჭერისათვის.  ვულოცავ თოთოეულ პატარას  დღევანდელ დღეს.


Share.

Leave A Reply