„ჩემი 75“

0

2017-2018 სასწავლო წელი ბოლნისის №1 საჯარო სკოლისთვის საიუბილეოა. დეკემბრის თვეში სკოლამ დაარსებიდან 75 წელი გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა. იყო უამრავი სტუმარი, სკოლის ძველი და ახალი თაობა, პედაგოგები, რომლებიც სიხარულით იკრავდნენ გულში თავიანთ აღზრდილებს. სწორედ იუბილეზე დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო წიგნი, სადაც თავს მოიყრიდა  75 წლიანი ისტორიის შემქმნელი ყველა თაობა. 15 ივნისს კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი უჩვეულოდ განათდა, იყო მუსიკა და ბევრი სტუმარი. წიგნმა „ჩემი 75“ თავისი სათქმელი თქვა და გრანდიოზული პრეზენტაციაც შედგა.


Share.

Leave A Reply