ფონდ ,,შიოკის“ საჩუქარი   სტუდია ,,იმედს“

0

დღეს  ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, ანსამბლმა ,,იმედმა’’  კონცერტი გამართა. რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებდა . კონცერტი საპატიო სტუმრებს გერმანიდან,  კერძოდ ფონდ,,შიოკის“ წარმომადგენლებს მიეძღვნა, რომლებმაც სტუდია ,,იმედი ‘’ უახლესი აპარატურით  აღჭურვეს. ფონდი რამოდენიმე წელია თანამშრომლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გასულ წელს, ბოლნისელ პატარებს გერმანულ უბანში გასართობი მოედანი მოუწყვეს. მოედნის გახნის ცერემონიალზე   იმღერეს ,,იმედის ,, ბავშვებმა და აქვე დაიბადა იდეა, რომ მათი მომავალი განვითარებისათვის ფონდი ,,შიოკი“ სტუდიას უახლესი აპარატურით დაასაჩუქრებდა.


Share.

Leave A Reply