სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

0

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია  მიაწოდეს.

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა დეტალურად  განიხილეს სხვადასხვა აგრო პროექტები, აგრო დაზღვევა, დანერგე მომავალი და ახალგაზრდა მეწარმეთა აგრო წარმოების  პროექტები.

საინფორმციო კამპანია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და, შერიგების  და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია იმ საკითხებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით  სთავაზობს.

თამთა ბიწაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ტრენერი:

ეს კამპანია მიზნად  ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფოში  მიმდინარე სასოფლო სამეურნეო პროექტების შესახებ. აღნიშნული საკითხი უზრუნველყოფს მოსახლეობის დაინტერესებას და მათ ჩართულობას სხვადასხვა პროექტებში,  რათა მოხდეს ადგილობრივ ფერმერთა გაძლიერება და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება.


Share.

Leave A Reply