მერიაში მინდობით აღზრდის თემაზე ისაუბრეს

0

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების თანამშრომლები,  „გაეროს ფონდის“, „იუნისეფის“ და „საქართველოს ბავშვების“ წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.  მხარეებმა განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს მინდობით აღზდის პროგრამაზე და მიმღები მშობლების ინფორმირებაზე. ასევე იმსჯელეს იმ სოციალურ პროგრამებზე, რომელიც აღნიშნული სააგენტოსა და მერის ურთიერთთანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელდა.

თამარ ბობოხიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი:

-ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩევა, სხვადასხვა სოციალურ პროექტებში,ურთიერთთანამშრომლობით  და ფინანსური მხარდაჭერით. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას,  საუბარი გვქონდა მინდობით აღზრდის ბავშვებზე. გვინდა გავმართოთ საინფორმაციო შეხვედრები მიმღებ მშობლებთან.

ვალენტინა ნავერიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს  ისეთ პროგრამებს, რომელიც წაადგება სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას. ურთიერთთანამშომლობის შედეგად ჩვენი პროგრამები მრავალფეროვანი, მოქმედი და ეფექტურია.

 


Share.

Leave A Reply