იზოლდა გრძელიშვილის შემოქმედებითი საღამო

0

სირინოზთა, ანგელოზთა სადარი“ – ეს სიტყვები და დიდი სიყვარულით შექმნილი ლექსი შემოქმედებით საიუბილეო საღამოზე იუბოლარს იზოლდა გრძელიშვილს ერთადერთმა ქალიშვილმა მიუძღვნა. ლექსების წერა, და არა მარტო, თავად მრავალმხრივი ნიჭით დააჯილდოებულ ქალბატონსაც კარგად გამოსდის. პროფესიით იურისტს, რომელიც ათეულობით წელი სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდა,  არაერთი ჯილდო და მადლობის სიგელი აქვს მიღებული, როგორც თავად ამბობს, ამჟამად ყველაზე საპასუხისმგებლო საქმით ბებიობითაა დაკავებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე კაფეში ულამაზესი საღამო შედგა, სადაც შეკრებილნი იყვნენ იუბილარის უახლოესი მეგობრები, ორგანიზატორები და მსახიობები, რომლებმაც ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზეს. საღამოზე გამოფენილი იყო ქალბატონი იზოლდას ნამუშევრები და წაკითხული იყო მისივე ლექსები, გარდა ხატვისა, წერს ლექსებს, ბრძნულ გამონათქვამებს, ქსოვს, კერავს, არის მრავალი ხელნაკეთი ნივთის ავტორი.

როგორც იუბილარი აცხადებს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მის ცხოვრებაში და  ის არასოდეს დაავიწყდება. დაუვიწყარი იქნება ეს დღე იქ მყოფთათვისაც. – ქალბატონი იზოლდა საზოგადოებამ თავისი მრავალმხრივი შემოქმედებით სულ სხვა რაკურსით გაიცნო.


Share.

Leave A Reply