ეთნიკურ უმცირესობას სახელმწიფო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს

0

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და საქართველოს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით თვითმმართველ ერთეულებში საჯარო შეხვედრები იმართება . დმანისის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრა დღეს   ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიმართა. კამპანიის ფარგლებში წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.


Share.

Leave A Reply