ბოლნისში პროკურატურის ადგილობრივი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

0

რა სახის დანაშაულებებმა იმატა დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, როგორ ხდება  პრევენცია და რა სახის ღონისძიებების გატარება შეიძლება, ამ საკითხების განხილვა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სადაც პროკურატურის ადგილობრივი საბჭოს პრეზენტაცია მოეწყო. გაიმართა დისკუსია, მოწვეულმა საზოგადოებამ იმსჯელა რეგიონში არსებული პრობლემური და აქტიური საკითხების ირგვლივ და მათი გადაჭრის გზებზე, შეხვედრას დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, განათლების სფეროს და პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრნენ.  მოსახლეობის მეტად ინფორმირებისთვის გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, ჩაერთვება პროკურატურის წარმომადგენელი, რომელიც მათ სამართლებრივ უფლებებზე ესაუბრება. პრეზენტაციის დასასრულს დაიგეგმა შეწმდეგი შეხვედრები.


Share.

Leave A Reply