ბოლნისის მერმა ევროპის ჩემპიონს  უმასპინძლა

0

ბოლნისელი სპორტსმენი ვახტანგ ლაბაძე სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა, მან ბულგარეთში ევროპის  28-ე ჩემპიონატზე მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზა.  ვახტანგ ლაბაძეს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა, გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა 80 კგ წონით კატეგორიაში 21 წლამდე ახალგაზრდებში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და I ადგილი, მარცხენა ხელში, ღირსეულად მოიპოვა. მიღწეული შედეგისთვის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისთვის დაწესების შესაბამისად ჩემპიონ ვახტანგ ლაბაძეს ერთჯერადად ფულადი ჯილდო 3000, ხოლო მის მწვრთნელს 1500 ლარი ჩაერიცხებათ. გარდა ამისა, ვახტანგ ლაბაძე უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტია.

ევროპის შემდეგ ვახტანგ ლაბაძე მომზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის იწყებს, რომელიც ოქტომბერში თურქეთში გაიმართება.


Share.

Leave A Reply