ხელოვანი ბიბლიოთეკარების ნამუშევრების გამოფენა

0

საბიბლიოთეკო კვირეულის  ,,წარმოაჩინე შენი ბიბლიოთეკა’’ ფარგლებში იოანე ბოლნელის სახელობის მთავარმა ბიბლიოთეკამ საზოგადოებას  განსხვავებული სახის აქტივობა წარმოუდგინა. ბიბლიოთეკარები ხელოვნებამ გაერთიანა და ღია ცის ქვეშ ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. სხვადასხვა თემაზე და მასალისგან შექმნილი ნამუშევრები  ბოლნისელმა დამთვალიერებელმა პირველად იხილა.

,,ხელოვანი ბიბლიოთეკარების ნამუშევრების გამოფენა’’  მთავარი ბიბლიოთეკის და  ბოლნისის ხელოვანების მუშაკთა პროფესიული კავშირის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო,გვინდოდა ჩვენი ბიბლიოთეკარები საზოგადოებას სხვა ფორმატში გაეცნოთ,აქ ბოლნისის ,რაჭისუბნის და რატევნის ბიბლოთეკარების ნამუშევრები  ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი-აღნიშნა იოანე ბოლნელის სახელობის მთავარი ბიბლოთეკის მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა.

მაია სტეფანია: ბიბლიოთეკარი

ვცდილობ ჩემი შესაძლებლობები,ჩანაფიქრი სხვადასხვა მასალების გამოყენებით ნამუიშევრებში გადმოვცე, სურათებს გასუფთავებული,დამუშავებული ხორბლის ლერწამისგან ვაკეთებ,ეხლა ძირითადად მულაჟებსზე ვმუშაობ,ასევე ვქსოვ იმისთვის რომ ნამუშევრები შევქმნა უნდა მქონდეს შესაბამისი განწყობა.

ნათია კიკოლიაშვილი: ბიბლიოთეკარი

ხატვა ბავშობიდან დავიწყე. ხატვის დროს სიმშვიდეს ვგრძნობ.  თავიდან მხოლოდ ფანქრით შავ-თეთრ ფერებში ვხატავდი,ბოლო დროს გუაში გამოვიყენე, ნამუშევრებში ჩემი განწყობაა გადმოცემული. აქტივობა ძალიან ლამაზი გამოვიდა,  საზოგადოებამ  დღეს სხვა კუთხით გაიცნო ბიბლიოთეკარები.


Share.

Leave A Reply