ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ,,სასკოლო ოლიმპიადა-2018“ გაიმართა. ფეხბურთში გამართულ შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2002-2003 წლებში დაბადებულ ვაჟთა მიერ დაკომპლექტებული 22 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში ბოლნისის №1 საჯარო სკოლას კაზრეთის №2 სკოლის სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა №1 საჯარო სკოლის სასარგებლოდ, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, 2 მაისს, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის გუნდი ქალაქ რუსთავში რეგიონალურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში ანაკლიის ათ დღიან საგზურს მიიღებენ, სადაც რესპუბლიკური ჩემპიონატი გაიმართება.
დინარა პირველი, კაზრეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი ბავშვები ფინალურ შეხვედრაში ბოლნისის პირველ საჯარო სკოლასთან დამარცხდნენ. ვულოცავ მათ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.
ირმა წაქაძე, ბოლნისის №1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ვულოცავ ჩვენი სკოლის გუნდს მორიგ გამარჯვებას. ეს არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჩვენ უკვე შეჩვეულები ვართ სპორტულ სფეროში წარმატებებს. სასიამოვნოა, რომ მუხტი არ ეცემა და იმედი მაქვს, ხვალაც რუსთავიდან გამარჯვებულები დაბრუნდებიან.