საინფორმაციო მშეხვედრა ახალგაზრდა მეწარმეებთან

0

არასამთავრობო ორგანიზაციები „აგროსერვისი“ და „სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი“ ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამას „ახალგაზრდა მეწარმე“, რომლის ფარგლებში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გააცნოს პროგრამის პირობები, ხელი შეუწყოს  კვალიფიციური განაცხადების მომზადებაში, იდეის სწორად ფორმირებაში და ბიზნესის განვითარებაში.

პროგრამის ფარგლებში 18-დან  35 წლის ჩათვლით მამაკაცებს და 40 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ მოიპოვონ თანადაფინანსება პროექტის ღირებულების 40%-ის ოდენობით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს. ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება არ უნდა იყოს 10 ათას ლარზე ნაკლები.

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.danida.apma.ge და შეავსონ განაცხადი, რომელსაც სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს.

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის ფონდის (IFAD) ფინანსური პროგრამით.

„პროექტის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. „ახალგაზრდა მეწარმე“ პროგრამა ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას, ანუ მთლიან საინვესტრიციო პროექტში 40%-ს. არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარისა, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს ვენახის გაშენებას, საოჯახო ტიპის მარნების მოწყობას, რძის გადამამუშავებელი მიკრო საწარმოების და საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობას, ასევე სხვა საინტერესო მიმართულებებს“. აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის „აგროსერვისი“ წარმომადგენელმა მაიკო ალექსიძემ.


Share.

Leave A Reply