საგუნდო კოლექტივების  მეოთხე ეროვნულ კონკურსზე ბოლნისის  სამმა გუნდმა საპრიზო ადგილი დაიკავა

0

 

ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე  ეროვნულ  კონკურსზე   საქართველოს რეგიონებიდან შერჩეულ გუნდებთან ერთად, ჟიურის წინაშე ბოლნისის  სამი გუნდი წარსდგა. ბოლნისელებმა  წარმატებით გაიარეს ფინალური ტური და სხვადასხვა კატეგორიაში,   საპრზო ადგილები მოიპოვეს. ბოლნისის გუნდების ფინალური შედეგები ასე გამოიყურება:

 ააიპსაქართველოს საპატრიარქოს  წმ. იოანე ბოლნელის სახ. სკოლის ფოლკლორული გუნდი, ხელმძღვანელი: მარიამ  ფოჩხიძე, – II ადგილი,

ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის ფოლკლორული გუნდი,  ხელმძღვანელი: ხათუნა ბერძენაძე II ადგილი,

ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული გოგონათა ფოლკლორული ანსამბლიალილო“  ხელმძღვანელი: ნინო ნანეიშვილი –   III ადგილი.   

ბავშვთა და ახალგაზრდული  საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნული კონკურსი საქართველოს საგუნდო საზოგადოებისა და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზატორობითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით  მეოთხე წელია ტარდება.  კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა, განვითარება და საშემსრულებლო დონის ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ  ბოლნისელები საგუნდო კოლექტივების კონკურსზე ყოველწლიურად აქტიურად არიან ჩართულები და ყოველთვის საპრიზო ადგილებს იკავებენ.


Share.

Leave A Reply