მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგი ჩატარდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისათვის,  ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პროექტის წერა“, რომელიც სამიზნე ჯგუფებს მისცემს შესაძლებლობას შეისწავლონ ის უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობთ შემდგომ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. ტრენინგ-სემინარი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 30-მდე ქალმა მიიღო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოწვევით ტრენინგი ჩაატარეს  არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა.

„ადგილობრივი ინიციატივების განვითარების მიზნით ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტთან. პროგრამის ფარგლებში ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე ხელისუფლებასთან და ვცდილობთ ერთობლივი საქმიანობით, ინიციატივების განხორციელებით ხელი შევუწყოთ პრობლემების მოგვარებას. ერთ-ერთი მიმართულება არის მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობა, სრულიად უფასოდ ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, დღევანდელი სემინარის თემაა „საპროექტო განცხადების წერა“, რაც ძალიან საჭირო და აქტუალურია. გვინდა მუნიციპალიტეტბმა მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდონ, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“,- განაცხადა „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელმა თიკო ტყეშელაშვილმა.


Share.

Leave A Reply