დავით შერაზადიშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან

0

დავით შერაზადიშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი , ქვემო ქართლის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ სენტ ლუისში, ამერიკის შეერტებული შტატებისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის 112-ე ყრილობას დაესწრნენ. ვიზიტის ფარგელებში, საქართველოს დელეგაცია გაეცნო აშშ-სა და კანადის თვითმართველობებში მართვის თანამედროვე სისტემებს, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს. გუბერნატორის ხელმძღვანელობით, ქვემო ქართლის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, პორტლანდის, ტორონტოს და სხვა თვითმმართველობების წარმომადგენლებს. შეხვედრების მიმდინარეობისას საუბარი შეეხო საქართველოში დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის გაძლიერების მიამთულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. დელეგაციის წევრებმა, ამერიკულ მხარეს გააცნეს ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალი, რომელსაც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პირადად გაეცნობიან. იგეგმება ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთანაც.


Share.

Leave A Reply