„ჩვენ თქვენი გვჯერა, რადგან ჩვენი რჩეული ხართ და იმედი გვაქვს , რომ ჩვენს ტკივილს გულთან მიიტანთ“. – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარს, გოგი მეშველიანს ტანძიის მკვიდრმა მზიანა სუბელიანმა. დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვდა . ადგილობრივები სამ კვირაზე მეტია კომპანია „RMG“-ის „ბნელი ხევის” ღია კარიერის მოწყობის პროექტს აპროტესტებენ.
“სოფლის მოსახლეობასთან დეტალურად განვიხილე მიმდინარე საკითხი. მათ მოსაზრებებს გავაცნობ ჩვენი პოლიტიკური გუნდის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას და ვიმუშავებ აღნიშნული პრობლემის სზორად გადაჭრის გზებზე.”-განაცხადა გოგი მეშველიანმა