ბოლნისში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

0

ეროვნული სამოსის დღეს ბოლნისიც შეუერთდა. კოსტუმირებული მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე მოეწყო. კულტურის სახლის ორგანიზებით მოწყობილ მსვლელობაში პირველი საჯარო სკოლის IV-გ კლასმა მიიღო მონაწილეობა. ეროვნული სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სამოსი კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესით და ბიო-გეოგრაფიული გარემო პირობების საფუძველზე. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დღემდე ინარჩუნებს ეროვნულ სამოსს,  ეთნიკური კუთხეების მიხედვით ქართული სამოსი სხვადასხვაგვარია.

„დღევანდელი აქტივობის ინიციატივა კულტურის სახლიდან წამოვიდა, მათვე იზრუნეს ჩემი მოსწავლეების ჩაცმულობაზე. IV-გ კლასი სიამოვნებით შეუერთდა ამ აქტივობას. დიდი მადლობა კულტურის სახლს და მათ თანამშრომლებს იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა ამ ლამაზ ღონისძიებაში მიგვეღო მონაწილეობა. ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ ბავშვებს, გაიზრდებიან ჭეშმარიტი პატრიოტები და პატივს სცემენ ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ სამოსს“. აღნიშნა პირველი საჯარო სკოლის IV-გ კლასის დამრიგებელმა მანანა შეყილაძემ.

 


Share.

Leave A Reply