ბოლნისური ქვევრის ღვინო შესაძლოა ამერიკულ ბაზარზე მოხვდეს

0

ქვევრი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობაა, მისგან ბევრს ელიან. ეს უძველესი საღვინე ჭურჭელი ახლა მრავალი ქვეყნის მეცნიერთა შესწავლის საგანია, რასაც თან ახლავს მათი დასკვნები, ქვევრის ღვინის საუკეთესო თვისებების შესახებ. უცხოელი მეღვინეები ქვევრის ღვინოს თანდათან საპატიო ადგილს უთმობენ, დისტრიბუტორები კი საქართველოდან ქვევრის ნატურალური ღვინოების ექსპორტს ზრდიან, სწორედ ამის დასტურია,  ღვინის არაერთი უცხოელი  პროფესიონალისა, თუ იმპორტიორის სტუმრობა ბოლნისში. ბოლნისური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო თავისი მრავალფეროვნებით სომელიებს იზიდავს, პატარა რეგიონში ერთი და იგივე ვაზის ჯიშისგან დაწურული ღვინო სხვადასხვა გემოვნური თვისებებით ხასიათდება, სწორედ ამან მოხიბლა  კალიფორნიელი მეღვინე-იმპორტიორი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუმრობის შემდეგ ის ბოლნისს ესტუმრა, ბოლნისის ისტორიას გაეცნო და ხუთი საოჯახო მარნის შვიდი სახეობის ღვინოც დააგემოვნა.

გურამ ავქოფაშვილი, მეღვინე:

-კალიფორნიელი ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები ბოლნისის ღვინოებით დაინტერესდნენ, მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოიარეს. როცა ღვინის მაგისტრი ლიზა გრაიკი სტუმრობდა ბოლნისს, აღნიშნა რომ ამერიკული ბაზრისთვის ქართული ღვინო ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება ბოლნისურ ღვინოებზე გაამახვილა, მისი რეკომენდაციით გვსტუმრობდნენ იმპორტიორები, დიდი შანსია რომ ბოლნისური ღვინო ამერიკის ბაზარზე მოხვდეს,  სტუმრებმა ხუთი საოჯახო მარნის შვიდი სახეობის ღვინო დააგემოვნეს, ბოლნისის ღვინოები ნიადაგიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით გამორჩევა, სწორედ ეს ხდება უცხოელი სტუმრისთვის ინტერესის სფერო.

სტაციონ რობისი, იმპორტიორი:

-საქართველო, კერძოდ ბოლნისი ეს ის რეგიონია, რაზეც მე ფოკუსირებას ახლა ვახდენ, თქვენი რეგიონის შესახებ მეგობრებისგან გავიგე, ისინი  ხშირად საუბრობენ აქაურ ღვინოებზე, კულტურასა და ტრადიციებზე. ამიტომ  დამაინტერესა ბოლნისურმა ღვინოებმა, რომელიც შეიძლება ამერიკულ ბაზარზე მოხვდეს, მართლაც კარგი ღვინოებია და ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გაიყიდება ეს ღვინოები მაღაზიებში და რესტორნებში, თუ გადავწყვეტ ბოლნისური ღვინოების შეძენას მას აუცილებლად გავუწევ პოპულარიზაციას და მყიდველს ბოლნისის ისტორიასაც მოვუყვები.


Share.

Leave A Reply