ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ  დრამატულ თეატრს უმასპინძლა

0

კულტურის სახლში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „თეთრი ბაირაღების“ ჩვენება გაიმართა. რეჟისორებმა ლევან სვანაძემ და სოსო ნემსაძემ ციხეში უმიზეზოდ მოხვედრილი სტუდენტის ცხოვრება სცენაზე გაათამაშეს. მთავარ პერსონაჯს ზაზა ნაკაშიძეს ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, რომელსაც უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არ აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები იხდიან სასჯელს, სადაც დრო განვლილ ცხოვრებასა და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში გადის. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც კი, შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს. ცნობილი  ნაწარმოების რუსთავის თეატრის მიერ ინტერპრეტირებული სპექტაკლი, ამჯერად ბოლნისელმა მაყურებელმა იხილა. ორ მოქმედებიანი სპექტაკლი მქუხარე  აპლოდისმენტებით დასრულდა.


Share.

Leave A Reply