ახალგაზრდების შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან

0

თანამედროვე ქართველი ავტორები შორენა ხუხუა და ელის დოჯსონი   დღეს დაბა კაზრეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში ახალგაზრდებს შეხვდნენ. მწერლებთან შეხვედრა პროექტის  ,,იკითხე ქართულის“ ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანიც თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციაა. ბეტსელერის  გამარჯვებულმა   ავტორებმა ისაუბრეს საკუთარ შემოქმედებაზე და ნაწარმოებებზე, რომლებიც მოზარდებისთვის მისაღებ და საინტერესო თემაზეა შექმნილი. ახალგაზრდული იდეის პროექტის ფარგლებში თანამედროვე მწერლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ახალგაზრდებმა შეიძინეს თანამედროვე ლიტერატურა  . რომელიც საჩუქრად  დაბის ბიბლიოთეკას გადასცეს . ,,იკითხე ქართულის’’ ფარგლებში დაარსდება ლიტერატურული კლუბი, სადაც მოხდება თანამედროვე ავტორების ნაწარმოებების წაკითხვა,  განხილვა და აზრების ურთიერთ გაზიარება.


Share.

Leave A Reply