ანტიბულინგურ კამპანიას თოჯინების თეატრიც შეუერთდა

0

4 მაისს, მსოფლიოში ბულინგის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აქციას „ბავშვები ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ“  ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრიც შეუერთდა. ანტიბულინგური კამპანიის ფარგლებში, №4 საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფისთვის წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი „კომბლე“.

თოჯინების თეატრის ჩვენების შემდეგ, პატარებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის თემატიკაზე და მის პრევენციულ ღონისძიებებზე.

„სხვადასხვა აქტივობებით ვუერთდებით ანტიბულინგურ კამპანიას და ვგმობთ ძალადობას. ამავე თემატიკაზე დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობა გვაქვს დაგეგმილი ბოლნისის სკოლებშიც“. – აღნიშნა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.

 


Share.

Leave A Reply