„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ  გოგი მეშველიანი მეორედ აიჩიეს

0

დღეს ბოლნისში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, სადაც  უკვე მეორედ ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი   გოგი მეშველიანი  აირჩიეს.

მსურს, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ხელმძღვანელებს და დელეგატებს ნდობისათვის. სრულად ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც ჰქვია ქართული ოცნების საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ განმეორებით არჩევა.
ჩვენ მუდმივად გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა,  განსაკუთრებულად მიხარია, რომ დღეს მაქვს საშუალება ჩვენი პარტიული ორგანიზაციის ძირითად ბირთვს ერთად მოგმართოთ და მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისათვის და გესაუბროთ სამომავლო გეგმებზე.“-განაცხადა გოგი მეშველიანმა

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ:

დიმიტრი სამხარაძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

თევდორე ისაკაძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

გრიგოლ ნემსაძე,  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი

შეხვედრას  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზი ნავერიანი, რუსლან გაჯიევი ესწრებოდნენ.

აქვე, პარტიის ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრებად არჩეულ იქნენ:

დავით შერაზადიშვილი;  თამაზ ჟორჟოლიანი;  გიორგი მირიანაშვილი; ვუგარ ისაევი

მამედ გუსეინოვი.

 


Share.

Leave A Reply