საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფესიული კავშირის კონფერენცია ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო  სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო  კონფერენცია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. კონფერენციას ესწრებოდა მუნიციპლიტეში არსებული ყველა სკლოდან არჩეული დელეგატები და პროფკავშირის წევრი პედაგოგები.  სიტყვით გამოვიდნენ როგორც მონაწილე დელეგატები, ისე გაერთიანებული პოფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიზე, მან შეაჯამა გასული ოთხი წელი, ისაუბრა დანერგილ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე. კონფერენციაზე ასევე ერთხმად აირჩა ბოლნისის მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის ახალი თავჯდომარე  ნუნუ მეტრეველი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი კადრია, წლებია ხელმძღვანელობს რაიონულ ორგანიზაციას.

,,დღევანდელ საანგარიშო კონფერენციაზე ავირჩიეთ რაიონული ოგანიზაციის ახალი თავმჯდომარე.  კანდიდატურა იყო მხოლოდ ნუნუ მეტრეველი, რომელიც ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა უკვე ოთხ წელზე მეტია. კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით, ვინაიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც პედაგოგების პროფესიული განვითარება, ასევე ხორციელდება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო შემეცნებითი ღონისძიებები და აქტივობები. სწორედ  ამიტომ, მომავალი ოთხი წლის ვადით, კვლავ ნუნუ მეტრეველი იქნა არჩეული. იმდენად დიდია მისი ავტორიტეტი ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გადაწყვეტილება ეთხმად იქნებოდა მიღებული“, აღნიშნა bolnisi.ge-სთან საქათველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.


Share.

Leave A Reply