საინფორმაციო შეხვედრა სოფელ მამხუტში მცხოვრებ ქალებთან

0

გენდერული ცნობიერების ამაღლება, „ქალთა ოთახის“ პოპულარიზაცია მისი და სერვისების გაცნობა სოფლად მცხოვრები ქალებისათვის, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღეს სოფელ მამხუტში გამართული საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ფატი ტვილდიანმა და „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა თინათინ ფრუიძემ „გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში გამართეს.

  ფატი ტვილდიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე  გენდერულ საკითხებში:

_აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი მიზანი სოფლებში ქალთა საჭიროებების გამოვლენა და მათი ინფორმირებაა, დროული და სწორი ინფორმაცია მისცემთ შესაძლებლობას გახდნენ დამოუკიდებლები. მსგავსი შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და მოიცავს ყველა სოფელს.

თინათინ ფრუიძე,  „ქალთა ოთახის“ მენეჯერი:

-სოფელ მამხუტში მცხოვრებ ქალებს, კიდევ ერთხელ  მივაწოდეთ ინფორმაცია „ქალთა ოთახის“ შესახებ. „ქალთა ოთახი“ ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისებით.“

შეხვედრას  ესწრებოდნენ და მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრებმა  სოციალური კომისიის თავმჯდომარე, იანა ბერიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ ქეთი მარგიანმა.


Share.

Leave A Reply