მუნიციპალიტეტის მერმა  სოციალურად დაუცველ 200 ოჯახს წინასააღდგომოდ ნობათი გადასცა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა „სათნოების სახლის“ 200 ბენეფიციარ ოჯახს და შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცა და საჩუქრად საააღდგომო ნობათი გადასცა.

დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი:

-რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტი  ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს ურიგებს.  წელსაც, წინასააღდგომოდ 200 ოჯახს გადავეცით ნობათი. მინდა თითოულ მათგანს  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო. მართალია, ეს  მცირედია, თუმცა  მუდმივად ვზურნავთ შეჭირვებულ ოჯახებზე და წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვატარებთ მსგავს აქციებს. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტი ყოფელდღიურად უზრუნველყოფს 350 ბენეფიციარს კვებით. მსგავს აქტივობებს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ.


Share.

Leave A Reply