თექის ნამუშევრების გამოფენა

0

                               

ეროვნული, ორიგინალური, დახვეწილი და გემოვნებიანი – ასეთი შეფასება მოჰყვა 24 აპრილს თექის ნამუშევრების გამოფენას. ხალხური რეწვის და თვითშემოქმედების მიმართულების ხელმძღვანელის მარინა ქუქჩიშვილის ინიციატივით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თექის წრის პედაგოგის ნუნუ ლაზარაშვილის, ნინო დანელიასი და ნინო ავქოფაშვილის ნამუშევრები.

ხელოვნების საღამო კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა. დამთვალიერებელს ცოცხლად შესრულებული კლასიკური მუსიკის თანხლებით, მოთელილი მატყლისაგან და მირინოსით გაფორმებული სხვადასხვა სახის აქსესუარების, მრავალფეროვანი კომპოზიციისა და სამოსის ნახვა შეეძლოთ.

ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის სახლის მხარდაჭერით გაიმართა.

ნუნუ ლაზარაშვილი, თექის წრის პედაგოგი:

-დაინტერესება ამ მიმართულებით 2000 წლიდან გამიჩნდა, ნელ-ნელა დავხვეწე თექის მომზადების ტექნოლოგია, გავაუმჯობესე ნამუშევრები და მოვედი აქამდე. თექის წრეს 2017 წლიდან ვხელმძღვანელობ, ვწუხვარ რომ დღეს ამ უძველეს ტრადიციას მიმდევრები ნაკლებად ჰყავს. ჩემი სურვილია, რომ გაიზარდოს თექის შესწავლის მსურველთა რაოდენობა და მოხდეს მისი პოპულარიზაცია.

ნინო დანელია, თექის წრის მოსწავლე

-ეს ხელოვნება და თექაზე მუშაობა პირადად ჩემთვის თერაპიაა, როდესაც ქალბატონი ნუნუს ნამუშევრები დავათვალიერე, გამიჩნდა სურვილი ამ ხელსაქმის შესწავლის. ერთი წელია, რაც წრეზე დავდივარ და დღეს თამამად წარმოვადგინე ჩემი ნამუშევრები.

ნინო ავქოფაშვილი, თექის წრის მოსწავლე:

-ბავშვობიდან მიტაცებს ხატვა, ქსოვა, ქარგვა. ვცდილობ ვეზიარო მრავალფეროვან ხელოვნებას. როდესაც გავიგე თექის შესწავლის შესახებ არც დავფიქრებულვარ  ისე მივიღე გადაწყვეტილება. ჩემი დიდი სურვილია მოხდეს ხელოვნების ამ სფეროს პოპულარიზაცია.


Share.

Leave A Reply