„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე-შემოგვიერთდი შენც!“

0

დედამიწის დღესთან დაკავშირებნით პროექტ „ მზარდი ლიდერები, მზარდი ცვლილებები-მწვანე ქალაქი !“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვეშის ციხეზე დასუფთავების აქცია გაიმართა.   შეგროვილი ნარჩენები გადახარისხდა, ახალგაზრდებმა ვარგისიანი პლასტმასის ბოთლები მოხატეს და მათგან სხვადასხვა სახის მეორადი მოხმარების ნივთები შექმნეს. აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს საკუთარი როლი დედამიწის გადარჩენაში. ახლგაზრდებთან ერთად აქციაში ჩაერთვნენ  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი  გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილი.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.


Share.

Leave A Reply