გენდერულმა თანასწორობის საბჭომ სამოქმედო გეგმა განიხილა

0

 

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  გენდერულ თანასწორობის საბჭომ,   საინფორმაციო სახის  შეხვედრა და სამოქმედო გეგმის განხილვა  მოაწყო. გენდერული თანასწორობის საბჭო 12 წევრისგან შედგება.  მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად  საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან გაწევრიანებული.  საბჭოს მიზანია მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვა და ინტერესების გატარება, ასევე მოსახლეობის გენდერული კუთხით იმფორმირება.

თამაზ ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე:

-გენდერული საბჭო ძლიერი ბერკეტია იმისა, რომ თვითმმართველობაში გაძლიერდეს თანასწორობა, რადგან ჩვენთვის სოციალურ, ეროვნულ რასობრივ და სხვადასხვა ტიპის თანასწორობასთან ერთად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა.

ფატი ტვილდიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  ურთიერთობის საკითხებში:

-მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მრავალეთნიკური მოსახლეობით ხასიათდება, სადაც პატრიაქალური ნორმები დომინირებს და მიღებულია, რომ ქალი თავისი გენდერული როლიდან გამომდინარე უნდა იყოს დაკავებული ოჯახის საქმეებით, ბავშვების აღზრდით და მას არ მოეთხოვება სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობა. ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად და გენდერული თანასწორობის მისაღწევად ადგილობრივმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ქალის ხმამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელობა 2015 წელს შეიძინა, როდესაც სოფლის კრებებზე პრიორიტეტების შერჩევაში ჩვენი ძალისხმევით ქალთა მონაწილეობამ 38%-ი შეადგინა, ხოლო 2016 წელს ეს    მაჩვენებელი 47%-მდე გაიზარდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქალთა ჩართულობამ პრიორიტეტთა ჩამონათვალი შეცვალა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი სოფლის განვითარებას.


Share.

Leave A Reply