ღვაწლმოსილ ქალბატონებს რვა მარტი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა

0

სოფელ ბალიჭში მცხოვრებ მეწარმე ქალბატონს ,რომელიც ნატურალურ და სამკურნალო საპნებს ამზადებს, დღეს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა,დავით შერაზადიშვილი მაია დევნოზაშვილის საქმიანობასაც გაეცნო,მეწარმე ქალბატონის მსგავსად   ვარდების თაიგული,სიმბოლური საჩუქარი,მილოცვა  მუნიციპალიტეტის მასშტაბით 35-ამდე ღვაწლმოსილმა ქალბატონმა მიიღო , ხელმძღვანელმა პირმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს რვა მარტი პირადად მიულოცა,წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

რვა მარტი თავდაპირველად პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა.1889 წელს გამართულ მეორე ინტერნაციონალურ ყრილობაზე,გერმანიის სოლიალ- დემოკრატიული პარტიის წევრმა,კლარა ცეტკინმა ,მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის მიზნით,მსოფლიოს ქალების გაერთიანების წინადადება წამოაყენა.1910 წლის 8 მარტს ქალაქ კოპერჰაგენში სოციალისტ ქალთა მეორე კონფერენცია ჩატარდა,რომელშიც 17 ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა.კლარა ცეტკინი გამოვიდა ინიციატივით,რომ ეს დღე,ყოველწლიურად,მსოფლიოს მშრომელ ქალთა სოლიდარობის აღსანიშნავად ემზადება..8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ პირველად 1911 წელს გერმანიაში,ავსტრიაში,დანიაში,შვრდეთსა და რუსეთში აღინიშნება  და მას შემდეგ ქალბატონებს ქალთა საერთასორისო დღეს სხვადასხვა სახის  ღონისძიებებით ულოცავენ.


Share.

Leave A Reply