უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა

0

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ   საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ორგანიზებით, დღეს ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საჯარო მოხელეებსა და დაინტერესებულ პირებს, კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირის / შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განსაზღვრულ  წესებზე და მათი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული კუთხით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც. უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა.

,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, ტარდება საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა,  სწორედ მისი ერთ – ერთი ნაწილია დღევანდელი დღეც. შეხვედრაზე განვიხილეთ და შევაჯამეთ მიღწეული შედეგები მას შემდეგ რაც , შენგენის წევრ  ქვეყნებში დაიწყო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა. ასევე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის რომ მეტად გამარტივდეს  ურთიერთობა ევროკავშირთან,“ განაცხადა ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელმა, მარიამ დოლიძემ.

 


Share.

Leave A Reply