იების აქცია  ბოლნისში

0

კერძო სკოლა „დავითიანმა“ ტრადიცია წელსაც არ დაარღვია  და გაზაფხულის შემობრძანება ბოლნისელ ქალბატონებს მისალოცი ბარათებით, ხელნაკეთი ნივთებითა და იის თაიგულებით მიულოცა. იების აქციაში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ნინო მანაგაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი:

-ძალიან სასიამოვნო ჟესტია, მადლობა სკოლა „დავითიანს“. საქართველოს პარლამენტის წევრის, ბოლნისის დეპუტატის სახელით მინდა სკოლა „დავითიანს“ და სრულიად ბოლნისის მანდილოსნებს მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო.

 

 


Share.

Leave A Reply