დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ბოლნისიც შეუერთდა

0

    21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღბნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, კულტურის სახლის ფოიეში,  კულტურის სახლთან არსებული ხატვის წრის მოსწავლეების და №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ნახატების გამოფენა მოეწყო. ასევე პატარებისთვის წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრი. ღონისძიების დასასრულს, პატარებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

თამრიკო ბობოხიძე, ღონისძიების ორგანიზატორი:

-მოგეხსენებათ, დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, ასევე 21 მარტს თოჯინების საერთაშორისო დღესაც აღნიშნავენ. სწორედ ამიტომ, მოვიწვიეთ №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მათ ჯგუფში ჰყავთ დაუნის სინდრომის მქონე პატარა. ბავშვებს წარმოვუდგინეთ „კომბლე“, სპექტაკლის დაწყებამდე მივაწოდეთ  მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. პატარებისთვის სიმბოლური საჩუქრები ბატონმა ეზეკი ინწკირველმა-ჩხეიძემ გადმოგვცა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო“.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.


Share.

Leave A Reply