გუბერნატორის საჩუქარი ღვაწლმოსილ ქალბატონებს

0

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით რეგიონის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა და  ღირსეულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა.

გრიგოლ ნემსაძემ ბოლნისელ დამსახურებულ მსახიობს მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო საჩუქარი გადასცა.

ქალბატონმა ნათელამ გუბერნატორს მის პროექტზე  ესაუბრა, სადაც  ორი მუნიციპალიტეტი ბოლნისი და ასპინძა იქნებიან ჩართულნი. გუბერნატორის სტუმრობასთან დაკავშირებით ის ძალიან ბედნიერია,   ,,იმდენი დამსახურება არ მაქვს, რომ გუბერნატორი სახლში მობრძანდა და დამაფასაო”. – ამბობს ნათელა თარხნიშვილი.

ნათელა თარხნიშვილი, რეწვის მიმართულების სპეციალისტი:

-უღრმესი მადლობა, ეს პირველი შემთხვევაა, რომ გუბერნატორი ოჯახში მოვიდა და მომილოცა, თუმცა  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყოველთვის ვგრძნობ დიდ ყურადღებას.  დიდი მადლობა გუბერნატორს, რომ მობრძანდა  და მომილოცა,  ყველას წარმატებით გევლოთ.

გრიგოლ ნემსაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი:

– მოხარული ვარ, რომ ქვემო ქართლის რეგიონს ბევრი ღვაწლმოსილი, დამსახურებული, წარმატებული ადამიანი ჰყავს.  მოვინახულე რამდენიმე მათგანი. მარნეულში შევხვდი  პედაგოგს, რომელიც 32 წელია აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართულ ენას ასწავლის, ვესტუმრე  ბოლნისელ ღვაწლმოსილ ქალბატონს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს კულტურის განვითარებაში. ასევე ვიმყოფებოდით დმანისში, ლამაზ ოჯახში, სადაც  13 ბავშვი  იზრდება. მოხარული ვარ, მინდა მივულოცო ყველას დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე,  წარმატება, ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის და შრომისთვის, რაც ქვეყნის წინაშე გაწიეს.


Share.

Leave A Reply