განცხადება

0

აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა მატარებელთა პირუტყვთან შეჯახების ფაქტები, რაც გამოწვეულია ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისა და ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევით.

რკინიგზის გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციის თანახმად, შემოუღობავი რკინიგზის მიწის ვაკისიდან 300 მ-ზე ნებადართულია მხოლოდ დაბმული საქონლის ძოვება და გადარეკვა, ხოლო 2000 მ-ის დაშორებით რკინიგზის ლიანდაგიდან პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.

აღნიშნული წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 თავის 106-ე მუხლით.


Share.

Leave A Reply