ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფლის გაზიფიცირება უახლოეს მომავალში  დაიწყება

0

მუნიციპალიტეტების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით,  დღეს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. “ჩვენი აქტიური ჩართულობით პროექტირება დასრულდა და წლის ბოლომდე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: დისველი, ტანძია, აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია. ასევე თანხა გამოყოფილია და უახლოეს მომავალში სოფლებში: მამხუტი, გეტა, ზემო და ქვემო არქევანში გაზიფიფირების პროექტირება დაიწყება,“- განაცხადა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა.

 

 


Share.

Leave A Reply