ადგილობრივ მევენახეებს კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

0

დღეს სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების განვითარების სააგენტო ადგილობრივ მევენახე ფერმერებს შეხვდა და კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს აღნიშნულ დარგში დასაქმებული კოოპერატივებისთვის 100 ტონა  ყურძნის გადამამუშავებელი  ანუ ღვინის საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობის გრანტის სახით გადაცემას. რაც შეეხება შენობა-ნაგებობის მოწყობას, ის თავად კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს.

ვახტანგ დავლაძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პროგრამის კოორდინატორი:

-აღნიშნულ პროექტში ჩასართავად საჭიროა, რომ კოოპერატივში გაერთიანებული იყოს მინიმუმ 20 მეპაიე და თითოეული მათგანის, ან კოოპერატივს საკუთრებაში იყოს მინიმუმ 20 ჰა ვენახის ფართობი. აღვნიშნავ, რომ დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება რეგისტრაცია პროგრამაში, რის შემდგომ მოხდება კოოპერატივების რეგისტრაცია და განხილვის შემდგომ გამარჯვებულ კოოპერატივებს ეტაპობრივად გადაეცემათ ღვინის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი.  პროგრამა სრულიად საქართველოს მოიცავს.


Share.

Leave A Reply