წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

0

ბოლნისის სიონის მონასტრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლნისის სიონის ტაძრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს დააფინანსებს. ელექტრონული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 4 თვის ვადაში დაასრულებს, პროექტის სატენდერო ღირებულება 1 506 202 ლარია.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1700 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, საგზაო ნიშნები , შემოფარგვლა და მონიშვნა.


Share.

Leave A Reply