შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის საუკეთესო გამოცდილების შესახებ კონკურსში გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისიცაა

0

#დაინახეყველაფერი-ს ფარგლებში გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მქონე მუნიციპალიტეტი.
ჯილდო გადაეცა ანტი-სტიგმა მოძრაობა #დაინახეყველაფერი-ს ფარგლებში იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც აქვთ საუკეთესო გამოცდილება და სოციალური პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების ადვოკატირებასა და დაცვაში.

კონკურსი ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერი“-ს ფარგლებში გასულ წელს, სექტემბერში გამოცხადდა. სულ მონაწილეობა მიიღო თხუთმეტმა მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ნომინაციებში. გამარჯვებული მუნიციპალტეტები შეარჩია ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები.

გამარჯვებულები არიან:

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ნომინაციაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები და ბავშვების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა”

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნომინაციაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები და ბავშვების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნომინაციაში „ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნომინაციაში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების ინოვაციური გადაწყვეტა“

კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.


Share.

Leave A Reply